მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებითაც გაუფასურდა და ევროსთანაც.
15 სექტემბერს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7051 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იქამდე მოქმედებდა, 2.7002 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1798 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1679 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0119 ლარი შეადგინა.
16 სექტემბერს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7080 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1999 ლარია. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.0181 ლარია.
17 სექტემბერს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0063 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2143 ლარი გახდა. შესაბამისად, ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.
18 სექტემბერს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7356 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0213 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2376 ლარი გახდა. შესაბამისად, ცვლილებამ 0.0233 ლარი შეადგინა.
19 სექტემბერს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7405 ლარი გახდა. შესაბამისად, ეროვნულ ვალუტასთან ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2234 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0142 ლარი შეადგინა.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0354 ლარით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0436 ლარით გაუფასურდა.