მიმდინარე კვირაში ლარი როგორც დოლართან, ასევე, ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
უფრო კონკრეტულად „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, კვირის დინამიკას:
10 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7065 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იმ დღეს მოქმედებდა, 2.7075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1293 ლარი გახდა. მაშინ, როცა იმ დღეს მოქმედი კურსი 3.1272 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0021 ლარი შეადგინა.
11 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7064 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0001 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 3.1321 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.
12 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7059 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0005 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 3.1310 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა.
13 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7091 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0032 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 3.1461 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა.
14 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7085 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0006 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 3.1462 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0020 ლარით, ევროსთან მიმართებით კი 0.0169 ლარით გაუფასურდა.