ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სებ-ი სტატისტიკურ მანიპულაციებს მიმართავს. ის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,ეროვნული ბანკი სტატისტიკურ მანიპულაციებს მიმართავს. გუშინ გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის ინტერვენციების ოქტომბრის თვის ოფიციალური მონაცემები. ეროვნულმა ბანკმა ერთ თვეში 591 მილიონი დოლარი გაყიდა. ნოემბრის შედეგებს მხოლოდ 25 დეკემბერს აქვეყნებს ეროვნული ბანკი. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის მძიმე შედეგი რომ გადაეფარა, ეროვნულმა ბანკმა მედიაში წინმსწრებად ასევე გაავრცელა განცხადება, რომ ნოემბრის თვეში უცხოური ვალუტა კი არ გაყიდეს, არამედ იყიდეს, ანუ რეზერვები გაზარდეს. წესით, 25 დეკემბრამდე ეს არავის უნდა სცოდნოდა.
ესაა მოსახლეობის მანიპულაცია. როცა აწყობთ, ავრცელებენ ინფორმაციას, როცა არ აწყობთ, მალავენ.
ეროვნულმა ბანკმა, ისევე როგორც ეს სავალუტო აუქციონის შემთხვევაში ხდება, უნდა გაავრცელოს ინფორმაცია უცხოური ვალუტით ვაჭრობის შესახებ მეორე, ე. წ. ბიმატაჩ პლატფორმით ვაჭრობის დროსაც. ინფორმაციის მხოლოდ ვიწრო წრისათვის ხელმისაწვდომობა ( ბანკები, მსხვილი ბიზნესი, ჩინოვნიკები) წარმოშობს კორუფციის რისკებს და არათანაბარ პირობებში ამყოფებს მომხმარებლებს.’’- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.