ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როდესაც საქმე ეხება ლარის კურსის სტაბილურობას - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
პრემიერის განცხადებით, ლარის გაუფასურებას იწვევს არა ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადება, არამედ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ქვეყანაში პროტესტს აწყობენ.
„4 წლის განმავლობაში იყო ნაცმაიდნის მოწყობის 4 მცდელობა და გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდა. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა.
რაც შეეხება ლარის კურსს, ოთხივე "ნაცმაიდნის" დროს იყო რყევა და შემდეგ ლარი დაუბრუნდა ძველ კურსს, ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როდესაც საქმე ეხება ლარის კურსის სტაბილურობას", - განაცხადა კობახიძემ.