ორივე ზემოხსენებულ თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მქონე ოქროსა და ვერცხლის მონეტების რეალიზაცია დაიწყება ერთდროულად, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ორივე თემისათვის 1 ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასი 1,470 ლარია, ხოლო ვერცხლის მონეტის -100 ლარი.
მონეტების მახასიათებლები ასეთია:
ბაგრატ მესამის ოქროს მონეტის წონა 8.5 გ-ია, დიამეტრი: 25 მმ, რაოდენობა 700 ცალი;
ბაგრატ მესამის ვერცხლის მონეტის წონა 17 გ-ია, დიამეტრი: 34 მმ, რაოდენობა 4500 ცალი;
ფარნავაზ I-ის ოქროს მონეტის წონა 8.5 გ-ია, დიამეტრი: 25 მმ, რაოდენობა 700 ცალი;
ფარნავაზ I-ის ვერხცლის მონეტის წონა 17 გ-ია, დიამეტრი: 34 მმ, რაოდენობა 4500 ცალი.
2020 წლიდან დღემდე „საქართველოს მეფეების" სერიის ფარგლებში გამოშვებული საკოლექციო ოქროს და ვერცხლის მონეტები მიეძღვნა ერეკლე მეორეს, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, ვახტანგ გორგასალსა და გიორგი ბრწყინვალეს. ამჯერად კი ეროვნული ბანკი უშვებს ოქროს და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს მეფე ბაგრატ მესამისა და მეფე ფარნავაზ პირველის თემებზე, რითაც აღნიშნული სერია სრულდება.
2023 წლის 31 აგვისტოდან დაიწყება წინასწარ შეკვეთილი მონეტების გაცემა:
საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00); და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10, ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00) დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე;
საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურისა და მათი მიწოდების (დაზღვევის ჩათვლით) ღირებულების გადახდით; შეკვეთის დასრულებისა და მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: https://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=384