2023 წელს ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მთლიანად დანაშაულის მაჩვენებელი 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, 15.52 %-ით არის გაზრდილი. 

საანგარიშო პერიოდში, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ 670 დანაშაული იქნა დარეგისტრირებული, აქედან გახსნილი კი 437-ია, ანუ გახსნის მაჩვენებელია 65.22%.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად - 400%-ით გაიზარდა ცრუ მეწარმეობა. მეორე ადგილზეა ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა, აქ ზრდა 300%-ია, სამეულშია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა, ამ შემთხვევაში დანაშაულმა 200%-ით მოიმატა.

დანაშაულის სხვა შემთხვევები

  • უკანონო სამეწარმეო საქმიანობა - 52,27%-ით გაიზარდა
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) - 17,71%-ით გაიზარდა
  • სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება - 20%-ით გაიზარდა
  • ფალსიფიკაცია - 36,84%-ით შემცირდა
  • ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება - 200%-ით გაიზარდა
  • მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა - 5,31%-ით გაიზარდა
  • აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა - 100%-ით გაიზარდა
  • ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება - 66,67%-ით შემცირდა
  • ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით - 40%-ით გაიზარდა
  • ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და რეექსპორტი - 100%-ით შემცირდა