საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მრგვალი მაგიდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, Credo Bank-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს მიკროსაფინანსო ინდუსტრიის ძალისხმევა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, დაბალშემოსავლიანი ჯგუფების, ქალი მეწარმეების ხელშეწყობის, ფინანსური მდგრადობისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საკითხები. ასევე საუბარი შეეხო დიჯითალიზაციის ეფექტს მიკროსაფინანსო ინდუსტრიაზე და გაძლიერებულ კონკურენციის საკითხებს.
ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური და ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა (MSMEs) და ქალთა ხელმძღვანელობით წამოწყებული ბიზნესების მხარდაჭერას.
ეკატერინე მიქაბაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიკროსაფინანსო ინდუსტრიის შემდგომი განვითარების საკანონმდებლო და საზედამხედველო შესაძლებლობები, მიკროსაფინანსო სექტორში მდგრადი დაფინანსების პოტენციალი და ფინტექებისა და დიჯითალიზაციის მიმართულებით სებ-ის მიდგომები გააცნო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოებისა და ფინტექ კომპანიების წარმომადგენლები.
ეკატერინე მიქაბაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა
1792844863