ძალოვანი სტრუქტურებისთვის 3 მილიონის ღირებულების შოკოლადის და კარამელის კანფეტის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 15-16 იანვარი იყო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 399 226 ლარი. სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ტენდერზე შეთავაზებები არ შესულა.
ტენდერის ტექნიკურ დეტალებში აღნიშნული იყო, რომ საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
შესასყიდ პროდუქტთან დაკავშირებიტ კი მოთხოვნები იყო შემდეგი სახის:
შოკოლადი უნდა იყოს ორი ტიპის შოკოლადი გულსართით - ბატონის ტიპის და შოკოლადი გულსართით (სამარხვო/არასამარხვო). მთლიანობაში 165.5 ტონა (1 კგ 17-22 ლარის ფარგლებში).
შოკოლადის შემსყიდველ ორგანიზაციებს შორისაა შსს - 70 ტონა, შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი - 6.6 ტონა, სასაზღვრო პოლიცია 26 ტონა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2.2 ტონა, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 700 კგ, შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა 60 ტონა.
რაც შეეხება კარამელის კანფეტს, ის უნდა იყოს სხვადასხვა სახის მთლიანობაში 5.1 ტონა (1 კგ 7 ლარის ფარგლებში).
შსს - 150 კგ, მილსადენების დაცვის დეპარტამენტი 18 კგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 20 კგ, შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა 5 ტონა.
წყარო: მთავარი არხი