საქართველოში პირველი ციფრული ბანკი „პეისერა“ 325 764 ლარის ზარალზეა.

ორგანიზაციის 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ბანკს 11.6 მლნ ლარის აქტივი აქვს, ხოლო ვალდებულებები 3.9 მლნ ლარს შეადგენს.

„პეისერას“ საპროცენტო შემოსავალი 95 661 ლარი, ხოლო საპროცენტო ხარჯი 4885 ლარია.

გასულ წელს ციფრულ ბანკს ხელფასების სახით მილიონ ლარამდე აქვს გაცემული, ხოლო ჯამში ადმინისტრაციულმა ხარჯმა 1.4 მლნ ლარი შეადგინა.

„პეისერას“ ბანკის 27.03-27.02%-ს დიმიტრი ქუმსიშვილი, ირაკლი ვეკუა და ივანე თევდორაშვილი ფლობენ, 10.14%-ს მინდია საბანაძე, ხოლო 8.78%-ს საბა ბუაძე. გენერალური დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილია. 

დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნავს, რომ ახალი საბანკო გამოცდილება ერთ სივრცეში ერთიანი ევრო გადახდის სისტემისა და ლარის გადახდის სისტემის გაერთიანებით მომხმარებელს პრაქტიკულად და თვისობრივად ახალი პროდუქტს სთავაზობს. შედეგად საბანკო პროდუქტები და სერვისები უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი ხდება მომხმარებლებისთვის. მისივე თქმით, Paysera არის ლიეტუვური ფინტექი, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს დაარსდა. 2012 წელს მათ აიღეს პირველი ელექტრონული ფულის ინსტიტუციის ლიცენზია საკუთარ ქვეყანაში და შემდეგ უკვე დაიწყეს გეოგრაფიული გაფართოება.