ტრამპმა დღეს გამართული სატელეფონო საუბრის დროს ევროპელ ლიდერებს შეუტია, საუბარი ძალზე დაძაბული იყო. ტრამპმა პასუხისმგებლობა პუტინზე ზეწოლის საკითხში ევროპას გადააბარა.
ევროპელები კი აღარ ელიან, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.
ამერიკის პრეზიდენტმა ევროპელები დაადანაშაულა რუსეთის ნავთობის შეძენასა და მისი საომარი მანქანის დაფინანსებაში. ურსულა ფონ დერ ლაიენი კი მას შეეპასუხა და განუცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ უარი თქვა
რუსული ნავთობის შესყიდვაზე.
ტრამპს შეახსენეს, რომ რუსულ ნავთობს პირდაპირ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი იღებენ.
როდესაც საუბარი სანქციებს შეეხო, ევროპელებმა სცადეს ამერიკის პრეზიდენტთან ერთობლივ მიდგომაზე შეთანხმება. მას შესთავაზეს ვაშინგტონში წარმომადგენლების გაგზავნა, რათა 48 საათის განმავლობაში სანქციების სამუშაო ჯგუფი შექმნილიყო. უცნობია, დათანხმდა თუ არა ტრამპი.
ტრამპმა ევროპელებს განუცხადა, რომ მათ უნდა მოახდინონ ზეწოლა ჩინეთზე, რათა მან უარი თქვას რუსულ ნავთობზე. თავად ტრამპმა კი არ დაუწესა მეორეული ტარიფები ჩინეთს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვისთვის.
ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ მეტი ზეწოლა თავად უნდა მოახდინოს რუსეთზე. საუბრის შემდეგ ევროპელები აღარ ელიან, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.