ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთისა და ინდოეთის აქციები სავარაუდოდ აზიის წამყვანი აქციები გახდება წლის მეორე ნახევარში, - ამის შესახებ TBC კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვაში ვკითხულობთ.
TBC კაპიტალი წერს, რომ ჰეჯ-ფონდებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ე.წ. Short პოზიციები Tesla-ს წინააღმდეგ. შინაგან ეკონომიკაზე მიბმული ბრიტანული აქციები კი გაიზარდა ლეიბორისტული პარტიის მძლავრი გამარჯვების შემდეგ.
ამას გარდა, მზარდი საზაფხულო მოთხოვნის ფონზე, ნავთობის მიმართ ე.წ. Long პოზიციები იზრდება - ნათქვამია TBC კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვაში.