Zurich Insurance-ის დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, ბუნებრივი სტიქიების გამო გლობალურმა ეკონომიკამ ბოლო ათწლეულში $2 ტრილიონის ზარალი მიიღო და არც სამომავლო პროგნოზებია განსაკუთრებით პოზიტიური.

Zurich Insurance-ის თანახმად, ბოლო 30 წელში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დაზღვეული ზარალის მოცულობა უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა, ვიდრე გლობალური ეკონომიკა.

ინდუსტრიის წარმომადგენლების განმარტებით, დანაკარგების თავიდან ასარიდებლად ინდუსტრიას მეტი მოქნილობა სჭირდება, მათ შორის, გადასახედია საფასო პოლიტიკაც. საქმე ისაა, რომ მზარდი ტენდენციების გამო, სარისკო ზონებში სადაზღვევო კომპანიებმა მომსახურების ფასი გაზარდეს, თუმცა სექტორი მაინც საუბრობს, რომ სადაზღვევო დაფარვები მზარდ ზარალს ვერ ეწევა, რასაც უფრო მეტ დაუზღვეველ სახლამდე თუ ბიზნესამდე მივყავართ.