Bank of Georgia Group PLC (BOGG), რომელმაც სომხური ამერიაბანკი შეიძინა, მიმდინარე წლის მესამე კვარტალი, ჯამური $509.5 მლნ-იანი (+42.5%, y.y) მოგებით ჩახურა, საიდანაც მოგების 80.8% (₾411.4 მლნ) საქართველოდან მიიღო, ხოლო 17.9% (₾91.4 მლნ) კი სომხეთიდან.
საანგარიშო პერიოდში, ჯგუფის ROE 32.1% იყო, როცა უშუალოდ ქართული ფინანსური სერვისების შემთხვევაში მაჩვენებელი 36.7%, ხოლო სომხეთის ბაზრის შემთხვევაში კი 23.1% ჰქონდა.
სომხეთში ჯგუფი სესხების მიხედვით ბაზრის 19.6%-ს, ხოლო საქართველოში 37.5%-ს იკავებს. ეს კი მაშინ, როცა საქართველოს თვიურად აქტიური საცალო მომხმარებლების რაოდენობა სომხეთის მომხმარებლების რაოდენობას 6-ჯერ აჭარბებს. კერძოდ, საქართველოში ჯგუფს თვეში 1.9 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავს, აქედან 1.5 მლნ ციფრულად აქტიური, ხოლო სომხეთში კი მხოლოდ 312 ათასი, ციფრულად აქტიური კი მხოლოდ 188 ათასი.