დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა $1/2.4859-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 2.4875-ის ნიშნულზეა, რაც ბოლო პერიოდის გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.24 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4887 ლარი გახდა. ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 10 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.4687 ლარი იყო.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.5310 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.4410 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.5340 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.4360 ლარად.