Bloomberg შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2025 წელს რუბლის გამყარების გამო, ის ძვირფასი ლითონების შემდეგ, სპოტ-შემოსავლიანი ვალუტების გლობალურ ხუთეულში მოხვდა.

წლის დასაწყისიდან რუსეთის ეროვნული ვალუტა 45%-ით გამყარდა და დოლართან მიმართებით 78 ნიშნულს მიაღწია.

სააგენტო განმარტავს, რომ ეს დონე 2022 წლამდე არსებულ დონესთან ახლოსაა. მონაცემები მიუთითებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუბლის გამყარება 1994 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი იყო.