კრიპტობირჟა BitMEX, Astrobotic Technology-თან, კოსმოსური რობოტების კომპანიასთან და Bitcoin Magazine-თან ერთად, ბიტკოინს მთვარეზე გაგზავნის. ამის შესახებ Bitcoinmagazine-ი წერს.
ბიტკოინი განთავსდება რაკეტაზე და მას ამ ზაფხულს კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვებენ. ციფრული ფული კოსმოსში გაგზავნილი პირველი ფინანსური აქტივი გახდება. BitMEX-ის აღმასრულებელი დირექტორმა და ფინანსური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სტეფან ლუცმა ბიტკოინის მთვარეზე გაშვებას კაცობრიობის ისტორიაში გარღვევა უწოდა.
ბიტკოინთან ერთად მთვარეზე გაიგზავნება Bitcoin Magazine-ის ლოგოს ჰოლოგრამა და ლითონის ფირფიტა Genesis ბლოკის ტექსტით, რომელიც BTC-ის დამფუძნებელ სატოში ნაკამოტოს ეძღვნება.
ამ ნივთების ასლები აუქციონზე, ბიტკოინის 2023 კონფერენციის ფარგლებში, მაიამიში 18-20 მაისს გაიყიდება.