ბიტკოინის ფასი დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად ხელახალი არჩევის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

კრიპტოვალუტამ ერთ კვირაში 15%-ზე მეტი დაკარგა და 2024 წლის ნოემბრის დასაწყისში დაფიქსირებულ დონეს მიაღწია. ამის შესახებ Bloomberg-მა განაცხადა.

სააგენტოს ცნობით, წამყვანი კრიპტოვალუტა სამშაბათს 7%-ით დაეცა და 72 877 დოლარს მიაღწია. ეს მისი ყველაზე დაბალი დონეა 2024 წლის 6 ნოემბრის შემდეგ.

კლება ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდა, რომლის დროსაც ბიტკოინმა რამდენიმე ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი ბარიერი დაარღვია, მათ შორის დონე, რომელიც ბოლოს 2025 წლის აპრილში დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კრიპტოვალუტამ გასული წლის ოქტომბერში ყველა დროის პიკთან შედარებით საბაზრო ღირებულების დაახლოებით 40% დაკარგა.

FalconX-ის უფროსი დერივატივებით მოვაჭრე ბოჰან ძიანგი კლების მთავარ მიზეზად ტრეიდერების პოზიციების მასობრივ ლიკვიდაციას ასახელებს. ბევრი მათგანი სწრაფ აღდგენას და ბიტკოინის ფასის 80 000 დოლარზე მეტად ზრდას იმედოვნებდა. მან აღნიშნა, რომ ასეთი პოზიციების ლიკვიდაცია ფასებზე დამატებით ზეწოლას ქმნიდა.