Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, ქართველი მილიარდერის ქონება ამ დროისთვის 6.92 მლრდ დოლარს შეადგენს და რეიტინგში 374-ე პოზიციას იკავებს.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ივანიშვილის მდგომარეობის მაქსიმუმი 6,72 მლრდს შეადგენდა. 

წლის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე, მისი ქონება 325 მლნ დოლარით გაიზარდა.  ბოლო ცვლილება +50 მილიონი დოლარია; 

Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის საწარმოების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების შეგროვებით გამოიმუშავა. რუსეთში არსებული აქტივების უმეტესი ნაწილი მან 2003-2006 წლებში გაყიდა, ხოლო დანარჩენი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის წინა პერიოდში. მან პრემიერის თანამდებობა ერთ წელიწადში დატოვა.