ბათუმში რაგბის ორი ახალი სტადიონის მშენებლობისა და არსებული სტადიონის რეაბილიტაციის ტენდერი გამოცხადდა.

₾21 მილიონიანი ტენდერი ლეონიძის ქუჩაზე არსებული სტადიონების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

სტადიონების შესყიდვა/რეაბილიტაციის პირველი ტენდერი 2024 წლის აპრილშიც გამოცხადდა, თუმცა დოკუმენტაციის განახლებისა და მასში ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შეწყდა.

ტენდერის მიხედვით, კომპანიებს წინადადებების წარდგენა 21-28 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს სავალდებულოა, 2018 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება არანაკლებ 30 000 000 ლარია.

პროექტის განხორციელება 2024-2026 წლებში არის დაგეგმილი.