მიმდინარე წლის 8 თვეში საბანკო სექტორმა წმინდა მოგების სახით 2.02 მილიარდი ლარი მიიღო. მათ შორის მოგებით პირველ ადგილზეა საქართველოს ბანკი, რომლის მოგებამაც 994 მილიონ ლარამდე შეადგინა, მეორე პოზიციაზეა თიბისი ბანკი, მესამეზე კი ლიბერთი.

17 კომერციული ბანკიდან 5 ზარალზეა, მათ შორის ყველაზე მსხვილ 7 მილიონიან ზარალზეა „სილქ ბანკი“, 3.4 მილიონი ლარის ზარალი აქვს „ვითიბი ბანკს“, „ჰეშბანკს“ კი 2.6 მილიონი ლარის ზარალი.

2024 წლის იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, ქართული ბანკების მოგება/ზარალის მაჩვენებლები ასეთია:

# კომერციული ბანკი მოგება/ზარალი 2024 წლის 8 თვეში (ლარებში)
1 საქართველოს ბანკი 993,820,000
2 თი–ბი–სი ბანკი 781,206,000
3 ლიბერთი ბანკი 75,705,000
4 ბაზის ბანკი 49,241,000
5 კრედო ბანკი 39,010,000
6 ქართუ ბანკი 26,795,000
7 პროკრედიტ ბანკი 22,582,000
8 ტერა ბანკი 19,750,000
9 ხალიკ ბანკი 12,828,000
10 იშ ბანკ 10,508,000
11 პაშაბანკი 5,647,000
12 ზირაათ ბანკი 3,974,000
13 პეივბანკი -218,000
14 პეისერა -943,000
15 ჰეშბანკი -2,566,000
16 ვი–თი–ბი ბანკი -3,446,000
17 სილქ ბანკი -7,060,000