საქართველოში მოქმედი ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი თებერვალში, 108 მილიონი ლარით შემცირდა და 62.57 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნულმა ბანკის მიერ გამოქვეყნებულ თებერვლის თვის ანგარიშშია ნათქვამი.

კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სავალუტო კრედიტების ნაშთის შემცირებასთან,

იანვარში სავალუტო კრედიტების პორტფელის მოცულობა 27.37 მილიარდ ლარს შეადგენდა, თებერვლის ბოლოს კი ის ₾26.99 მილიარდამდე შემცირდა, რაც ₾383 მილიონიანი შემცირებაა. შესაბამისად, კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სავალუტო კრედიტების ნაშთის შემცირებასთან, რომელიც სავარაუდოდ გაცვლითი კურსის ეფექტით იყო გამოწვეული.

ლარის დაკრედიტების მხრივ კი პორტფელი 276 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 35.58 მილიარდ ლარს მიაღწია.