2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ივლისში ბანკების მიმართ მომხმარებლებმა 2 596 საჩივარი დაწერეს, მაშინ როცა 2023 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი - 1 767 იყო.

2024 წლის ივლისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით დაფიქსირდა.

პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1 595 განაცხადი;
  • სამომხმარებლო სესხი - 331 განაცხადი;
  • საკრედიტო ბარათი - 123 განაცხადი;
  • ინტერნეტბანკი – 65 განაცხადი;
  • ბიზნეს სესხი - 56 განაცხადი.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 1 449 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 495 საჩივრით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები - 247 განაცხადით.