2024 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 88.4 მლრდ ლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის კაპიტალი 13.0 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.7 პროცენტია.

2024 წლის აგვისტოს ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.