კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 500 მლნ ლარამდეა. 2023 წლის მარტის მონაცემებით, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 19.2 მლნ ლარით გაიზარდა.
2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ყველაზე მეტი დასაკუთრებული ქონება „თიბისი ბანკს“ აქვს, მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“, ხოლო მესამეზე „ბაზის ბანკი“.
დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, კომერციული ბანკის რეიტინგი შემდეგია:
„თიბისი ბანკი“ – 279 233 318 ლარი (2022 წლის I კვარტალი 272 728 885 ლარი);
„საქართველოს ბანკი“ – 146 073 970 ლარი (2022 წლის I კვარტალი 2 614 164 ლარი);
„ბაზისბანკი“ – 23 492 654 ლარი (2022 წლის I კვარტალი 24 967 47 ლარი);
„ტერაბანკი“ – 21 087 572 ლარი (2022 წლის I კვარტალი 21 087 572 ლარი);
„ვითიბი ბანკი“ — 13 559 847 ლარი (2022 წლის I კვარტალი 19 261 987 ლარი);
„ხალიკ ბანკი საქართველო“ – 9 597 863 ლარი (2022 წლის I კვარტალი 15 217 353 ლარი);
„ლიბერთი ბანკი“ – 1 507 138 ლარი (2022 წლის I კვარტალი 1 083 431 ლარი);
„იშ ბანკი საქართველო“ - 1 349 093 ლარი;
ზირაათ ბანკი - საქართველო - 67 640 ლარი, (2022 წლის I კვარტალი 124 640 ლარი);
„პროკრედიტ ბანკი“ – 59 300 ლარი (2022 წლის I კვარტალი 169 115 ლარი);
გასული წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, ქართუ ბანკს, სილქ ბანკს, პაშა ბანკს, კრედო ბანკს და პეისერას დასაკუთრებული ქონება არ აქვს.