აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია.

სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.

ამასთან, OFAC-ის თანახმად, ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას. აღნიშნულთან მიმართებით ნათქვამია, რომ ივანიშვილს აღნიშნული თანხის მიღება შეეძლება მხოლოდ მაშინ თუკი OFAC-ი შესაბამის თანხმობას გასცემს.

2024 წლის 31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა მოიგო და ბანკს მის სასარგებლოდ $461 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება 7.55 მილიარდი დოლარია, Forbes-ის თანახმად კი მას $4.9 მილიარდი ეკუთვნის.

bm.ge