არარეზიდენტების სახაზინო სახსრები 2024 წლის ივნისში 19.3%-ით შემცირდა და 205.7 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, არარეზიდენტების წილი მთლიან სახაზინო სახსრებში  2.4%-მდე დაეცა, - ამის შესახებ Galt&Taggart-ი 2024 წლის ივნისის თვის რეგიონალური ფიქსირებული შემოსავლის ბაზრის მონიტორინგში წერს.

Galt & Taggart-ის მიხედვით, 2024 წლის ივნისში გაიყიდა 217,6 მლნ ლარის სახაზინო ობლიგაციები და 40 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულბები.

რაც შეეხებასაპროცენტო განაკვეთებს, წინა თვეებთან შედარებით გაიზარდა ყველა ინსტრუმენტისთვის, გარდა 6-თვიანი და 1-წლიანი სახაზინო ვალდებულებებისა.

საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები ივნისში ასეთი იყო: 10-წლიანი - 9.950%, 5-წლიანი - 9.631%, 2-წლიანი - 8.119%, 1-წლიანი - 7.948% და 6-თვიანი - 7.988%.