საპროტესტო აქციებზე დაზარალებულების დასახმარებლად ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართება.

კონცერტი 26 იანვარი, 16:00 საათზე, Kavka Oudaan-შია დაგეგმილი.

ბილეთებიდან შემოსული სრული თანხა გადაერიცხება აქციების დროს დაზარალებული ახალგაზრდების ოჯახებს

კონცერტში მონაწილეობენ: მარიამ კახელიშვილი, სოფო ბათილაშვილი, ნინი გველესიანი, ფანიკო, თაკო კაკალაშვილი, ნუცა თოფურია, გიორგი ცხადაძე, რეზი ქარცივაძე, თათია ჯიქიძე, ბონდო გოგია, თამადა.