Wizz Air-ი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიახაზები, მნიშვნელოვან ცვლილებებს გადის ბორტზე მომსახურების გაუმჯობესებისთვის და ნერგავს მხოლოდ უნაღდო გადახდის სისტემას – ინფორმაციას Wizz Air ავრცელებს.

„2025 წლის 1 აპრილიდან ბორტზე შესყიდვა შესრულდება მხოლოდ ციფრული გადახდის სისტემით, მათ შორის კონტაქტური გადახდის მეთოდებით, როგორებიცაა Apple Pay, Samsung Pay, Android Pay და Google Pay.

VISA და Mastercard-ის საკრედიტო და სადებეტო ბარათებთან ერთად, ავიაკომპანია ასევე ამატებს ახალი გადახდის ვარიანტს - Revolut-ის ბარათებს. ეს ცვლილება მომხმარებლებს სთავაზობს უფრო დიდ კომფორტსა და სიჩქარეს, რაც ხელს შეუწყობს მარტივი და უწყვეტი მოგზაურობის პროცესს.

Revolut-თან პარტნიორობის ფარგლებში, ახალი Revolut-ის მომხმარებლები მიიღებენ 25 ევროს, ამისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა და პირველი 5 ევროს დახარჯვა Revolut-ის ბარათის გამოყენებით. გარდა ამისა, Revolut Pay-ის მომხმარებლები მიიღებენ RevPoints-ს – Revolut-ის ლოიალობის პროგრამას – და შეძლებენ გამოიყენონ ის როგორც Revolut Pay-ით შესყიდვებისას, ასევე Wizz Air-ის ავიაბილეთების შეძენისას. 2025 წლის 4 აპრილამდე, მომხმარებლები, რომლებიც შეიძენენ Wizz Air-ის ავიაბილეთებს Revolut Pay-ს გამოყენებით, შეძლებენ 10-ჯერ მეტი RevPoints-ის დაგროვებას (წესები და პირობები).

უნაღდო გადახდის სისტემა Wizz Air-ის მგზავრებს საშუალებას აძლევს, შესყიდვები სწრაფად და მარტივად განახორციელონ, ნაღდი ანგარიშსწორების გარეშე, რაც კიდევ უფრო აჩქარებს და ამარტივებს ბორტზე მომსახურების პროცესს. ეს სწრაფი და მარტივი გადახდის სისტემა უზრუნველყოფს მგზავრების შეუფერხებელ შოპინგს, რაც მათ საშუალებას აძლევს ისიამოვნონ მოგზაურობით და აღარ დახარჯონ დრო თანხის დაბრუნებისა ან გაცვლის პროცედურებში. უნაღდო ანაგარიშსწორება ასევე ზრდის უსაფრთხოებას, რადგან მცირდება პირდაპირი კავშირი ნაღდ ფულთან, რომელიც შესაძლოა იწვევდეს ჰიგიენასთან დაკავშირებულ საფრთხეებს გარემოში.

მგზავრები ასევე შეძლებენ წინასწარი ვაუჩერების შეძენას Wizz Air-ის მობილური აპლიკაციით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას ტრანზაქციების განხორციელებისას და გამორიცხავს გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს.

შესაბამისად, იმოქმედებს შემდეგი რეგულაციები:

  • ბორტზე შესყიდვებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა თითოეული მგზავრისთვის იქნება 150 ევრო.
  • თუ ტრანზაქციით გათვალისწინებული თანხა 50 ევრო ან მეტია, საჭირო იქნება ბილეთის წარდგენა.

მაიკლ დელეჰანტი, Wizz Air-ის კომერციისა და ოპერაციების მართვის უფროსი ოფიცერი: „უნაღდო ანგარიშსწორების სისტემაზე გადასვლა არა მხოლოდ გაამარტივებს ჩვენს ოპერაციებს, არამედ საშუალებას მისცემს ჩვენი ეკიპაჟის წევრებს, უფრო მეტი დრო დაუთმონ მომხმარებელთა საუკეთესო მომსახურებას, ხოლო ნაკლები დრო დახარჯონ ტრანზაქციებზე. ეს კი საბოლოოდ უზრუნველყოფს მგზავრებისთვის უფრო სასიამოვნო და ეფექტურ გამოცდილებას.”

მგზავრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და საუკეთესო სამგზავრო გამოცდილების შეთავაზება Wizz Air-ის გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ავიაკომპანიის თითოეული ინიციატივა.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 230 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში““ – ნათქვამია ინფორმაციაში.