ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოთხ ქალაქში - ამბროლაურში, გურჯაანში, ახალციხეში და კასპში  (ვარჯაანის ტბის მიმდებარედ)  ახალი პარკების პროექტირებაზე კონკურსები გამოაცხადა. 

პროექტის მიზანია ქალაქებში შეიქმნას თანამედროვე სარეკრეაციო გარემო, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებასა და ტურისტული მიმზიდველობის ზრდას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, საბავშვო სათამაშო ზონების, სპორტული მოედნების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, დასასვენებელი სივრცეების, ღია სცენებისა და პავილიონების მოწყობა. ასევე მოეწყობა ავტოსადგომი, გარე განათების, სარწყავი, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.

პარკების სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. გათვალისწინებულია ეკო-მასალების გამოყენება, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვა და ბიომრავალფეროვნების დაცვა.

არქიტექტურულ კონკურსებში გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო კომისია, რის შემდეგაც  მომზადდება დეტალური პროექტი და გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი.

ამბროლაურში პარკის მოსაწყობად ტენდერში  წინადადებების მიღება იწყება 2025 წლის 20 ნოემბერს და სრულდება  2025 წლის 25 ნოემბერს, 12:00 საათზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 420,000.00 ლარი, დღგ-ს გარეშე.

ქალაქ ახალციხეში ცენტრალური პარკის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2025 წლის 26 ნოემბერს, სრულდება 2025 წლის 1 დეკემბერს, 12:00 საათზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 430,000.00 ლარი, დღგ-ს გარეშე.

კასპში, ვარჯაანის დასახლებაში ბუნებრივი ტბის მიმდებარედ პარკის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში  წინადადებების მიღება იწყება 2025 წლის 5 დეკემბერს, სრულდება 2025 წლის 10 დეკემბერს, 12:00 საათზე.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 700,000.00 ლარი, დღგ-ს გარეშე.

ქალაქ კასპში, ვარჯაანის დასახლებაში ბუნებრივი ტბის მიმდებარედ პარკის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2025 წლის 5 დეკემბერს, სრულდება 2025 წლის 10 დეკემბერს, 12:00 საათზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 700,000.00 ლარი, დღგ-ს გარეშე.