საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მოლოდინია, რომ 2029 წლისთვის გლობალური სახელმწიფო ვალი მსოფლიო ეკონომიკას გადააჭარბებს.
IMF-ის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ საკითხზე ვაშინგტონში, მილკენის ინსტიტუტში გამოსვლისას ისაუბრა. მან მოუწოდა ქვეყნებს, მდგრადი ზრდისკენ კერძო სექტორის პროდუქტიულობის გაზრდით, ხარჯების კონსოლიდაციით, ვალების შემცირებით და მიმდინარე ანგარიშის ჭარბი დისბალანსის საკითხის გადაჭრით, რაც მათ შემდეგი კრიზისისთვის ბუფერების აღდგენაში დაეხმარება.
გეორგიევას თქმით, გლობალური სახელმწიფო ვალი, სავარაუდოდ, 2029 წლისთვის მსოფლიო მშპ-ს 100%-ს გადააჭარბებს.
გეორგიევამ აღნიშნა, რომ აშშ-მ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვალის მშპ-სთან თანაფარდობის რეკორდულ მაჩვენებლებს გადააჭარბა, ფედერალური ვალის შესამცირებლად „მდგრადი ზომები“ უნდა მიიღოს.