ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულია 4.1 მლრდ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც:
· საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1,7 მლრდ ლარამდე;
· საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 500,0 მლნ ლარზე მეტი;
· საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 110,0 მლნ ლარი.
კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 1 050,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 615,0 მლნ ლარამდე.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს