საინვესტიციო ჰოლდინგ VanEck-ის პროგნოზით, 2026 წელს ბიტკოინს განსაკუთრებით დიდი ზრდა ექნება და შეიძლება მას ერთ-ერთი საუკეთესო შედეგიც კი ჰქონდეს გლობალურ აქტივებს შორის.
VanEck-ი აღნიშნავს, რომ ერთწლიან პერიოდში ბიტკოინს 8%-იანი ვარდნა აქვს, რაც ნებისმიერ საინვესტიციო აქტივზე უარესი შედეგია, განსაკუთრებით თუ მას ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს ან ოქროსა და ვერცხლს შევადარებთ.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კრიპტოვალუტის ასეთი ვარდნის გამო, ინვესტორები მომავალ წელს უპირატესობას სწორედ ბიტკოინს მიანიჭებენ, რადგან ის ახლა დაუფასებელია და შედარებით იაფადაა ხელმისაწვდომი.