2025 წლის 8 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.13 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს - ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მოგებასთან შედარებით 109 მილიონი ლარით, ანუ 5.4%-ით მეტია.
ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ "საქართველოს ბანკია", რაც 2025 წლის 7 თვეში 1.09 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 9.5%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს "თიბისი ბანკი" იკავებს 795 მილიონი ლარით, რაც წლიურად 1.8%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად "ლიბერთი ბანკია" 85.7 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 13.2%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია.
რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 43.8 მილიონი ლარის ზარალი აქვს "ვითიბი ბანკს", რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეჩერებული აქვს.
კომერციული ბანკების ფინანსური შედეგები
# | კომერციული ბანკი | წმინდა მოგება/ზარალი 2025 წლის იანვარ-აგვისტოში | სხვაობა წინა წელთან ზრდა/კლება |
1 | საქართველოს ბანკი | 1088 მილიონი ლარი; | 9.5% |
2 | თი–ბი–სი ბანკი | 795 მილიონი ლარი; | 1.8% |
3 | ლიბერთი ბანკი | 86 მილიონი ლარი; | 13.2% |
4 | ბაზის ბანკი | 68 მილიონი ლარი; | 38.2% |
5 | კრედო ბანკი | 54 მილიონი ლარი; | 37.7% |
6 | ქართუ ბანკი | 29 მილიონი ლარი; | 7.0% |
7 | პროკრედიტ ბანკი | 19 მილიონი ლარი; | -13.8% |
8 | ტერა ბანკი | 19 მილიონი ლარი; | -2.9% |
9 | ხალიკ ბანკი | 12 მილიონი ლარი; | -6.2% |
10 | მიკრობანკი კრისტალი | 11 მილიონი ლარი; | ბანკი 2025 წლიდან ოპერირებს |
11 | იშ ბანკ | 10 მილიონი ლარი; | -2.7% |
12 | მიკრობანკი ემბისი | 5 მილიონი ლარი; | ბანკი 2025 წლიდან ოპერირებს |
13 | ზირაათ ბანკი | 4 მილიონი ლარი; | 4.8% |
14 | პეივბანკი | 0.8 მილიონი ლარი; | ბანკი გასულ წელს 0.2 მლნ-ის ზარალზე იყო |
15 | პაშაბანკი | 0.5 მილიონი ლარი; | -91.7% |
16 | პეისერა | -0.9 მილიონი ლარი; | ბანკი გასულ წელს 0.9 მლნ-ის ზარალზე იყო |
17 | ჰეშბანკი | -7.4 მილიონი ლარი; | ბანკი გასულ წელს 2.6 მლნ ლარის ზარალზე იყო |
18 | სილქ ბანკი | -15.0 მილიონი ლარი; | ბანკი გასულ წელს 7 მლნ ლარის ზარალზე იყო |
19 | ვი–თი–ბი ბანკი | -43.8 მილიონი ლარი; | ბანკი გასულ წელს 3.4 მლნ ლარის ზარალზე იყო |