2025 წელს საქართველოს მთავრობა საგარეო ვალების აღებას გააგრძელებს. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიიუს თანახმად, მომდევნო წელს 1.98 მილიარდი ლარის ახალი საგარეო კრედიტების აღება არის დაგეგმილი, რაც 2024 წელთან შედარებით 147 მილიონი ლარით მეტია.
მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა მიიღებს კრედიტებს ADB-ისგან, მსოფლიო ბანკისგან, EIB-ისგან, EBRD-ისგან, გერმანული KFW-სგან, ფრანგული AFD-სგან, AIIB-ისგან და სხვა საერთაშორისო საფინანსო დონორული ორგანიზაციებისგან.
2025 წელს საერთაშორისო კრედიტებით დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალი:
| დასახელება | 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი (ლარი) |
| ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზა (EBRD, ADB) | 185,000,000 |
| თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22-კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) | 100,000,000 |
| კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი (WB) | 100,000,000 |
| ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB) | 80,500,000 |
| იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) | 69,550,000 |
| საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი (WB) | 61,000,000 |
| ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია (EIB) | 60,000,000 |
| ქუთაისის წყალარინების პროექტი (EIB, EPTATF) | 52,500,000 |
| Log-In Georgia (WB, EIB) | 50,000,000 |
| თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (WB, EIB) | 40,000,000 |
| საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB) | 38,000,000 |
| აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) (WB, EIB) | 35,000,000 |
| საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა (ADB) | 31,300,000 |
| თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროგრამა (მოძრავი შემადგენლობის განახლება) (AIIB) | 30,000,000 |
| მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) | 29,475,000 |
| თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB) | 28,000,000 |
| საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (WB) | 27,950,000 |
| ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD, EU) | 25,000,000 |
| შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი (WB) | 25,000,000 |
| მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) | 24,000,000 |
| გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW, EU-NIF) | 21,000,000 |
| 500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბო (WB) | 20,600,000 |
| ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW) | 17,000,000 |
| ქ. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (ADB, AIIB) | 17,000,000 |
| ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW) | 17,000,000 |
| ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (EBRD, EU-NIF, KfW) | 16,500,000 |
| დარგობრივი სესხი განათლების სექტორისთვის (ADB) | 16,000,000 |
| პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) | 15,750,000 |
| ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) | 15,500,000 |
| დარგობრივი სესხი წყლის სექტორისთვის (AFD, ADB) | 15,000,000 |
| ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EIB, EU, EBRD) | 15,000,000 |
| საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (ADB, AFD, EIB) | 15,000,000 |
| 500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (KfW, EU-NIF) | 14,600,000 |
| აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (KfW, EU) | 13,000,000 |
| თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) | 13,000,000 |
| ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) | 9,500,000 |
| თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი (EBRD) | 8,500,000 |
| მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) | 8,250,000 |
საქართველო დამატებით საგარეო კრედიტებს აიღებს ასევე:
- მსოფლიო ბანკიდან (WB) - 132,000,000 ლარის ოდენობით;
- საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) - 30,000,000 ლარის ლარის ოდენობით;
- ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) - 69,000,000 ლარის ოდენობით;
- თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2-ის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) - 69,000,000 ლარის ოდენობით;
- საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) - 150,000,000 ლარის ლარის ოდენობით;
- გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) - 150,000,000 ლარის ოდენობით.