2025 წელს ლარის საშუალო კურსი დოლართან 2.88 იქნება - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში წერია.

საინვესტიციო ბანკში ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის მერყეობა შარშანდელის მსგავსად, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

„25 იანვარში ლარი დოლართან მიმართებაში 2.5% მ/მ-ით გაუფასურდა, რაც ძირითადად ბაზრის ნეგატიური განწყობებით იყო განპირობებული. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ლარის მერყეობა გაგრძელდება 2025 წლის განმავლობაში და ლარის საშუალო კურსი იქნება 2.88 დოლართან მიმართებაში“, - წერია მიმოხილვაში.