2024 წლის განმავლობაში მთავრობამ 20.2 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც 2024 წლის კორექტირებული ბიუჯეტის საგადასახადო გეგმის 100% იყო.

2024 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შესრულების ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა დამატებული ღირებულების გადასახადიდან შევიდა, რამაც 7.55 მილიარდი ლარი შეადგინა.

2024 წლის საგადასახადო შესრულების მაჩვენებლები ასეთია:

გადასახადი მობილიზებული თანხა ლარებში წლიური გეგმის %
დამატებული ღირებულების გადასახადი 7,558,795,800 100.2%
საშემოსავლო გადასახადი 6,627,721,700 100.4%
მოგების გადასახადი 3,117,548,500 101.5%
აქციზი 2,488,024,900 104.5%
იმპორტის გადასახადი 138,902,300 102.9%

გარდა ამისა, შემოსავლების სხვა მნიშვნელოვანი წყაროების მიხედვით, ბიუჯეტში 171 მილიონი ლარის ჯარიმები შევიდა, სახელმწიფო საწარმოებისა და სებ-ის დივიდენდებმა ჯამში 353 მილიონი ლარი შეადგინა, უძრავი ქონების რენტადან 34 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო პრივატიზაცია 211 მილიონი ლარი იყო.