2023 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თანამდებობის პირებისთვის და სხვა თანამშრომლებისთვის გაცემული სარგო, პრემიებსა და დანამატების თანხამ ჯამში 4 687 868 ლარი შეადგინა, საიდანაც 2 545 078 ლარი თანამდებობის პირებზე გაიცა. 

რაც შეეხება წლიურად ქვეყნის გარეთ მივლინებაზე გაწეულ ხარჯს, სამინისტრომ ჯამში 160 ათას ლარამდე დახარჯა. აქედან თანამდებობის პირების საზღვარგარეთ მივლინებებზე გაწეული ხარჯი 98,626 ლარი იყო.

ქვეყნის შიგნით მივლინებებზე გაწეულმა ხარჯმა ჯამში 58 512 ლარი შეადგინა. აქედან თანამდებობის პირების მივლინებებზე დახარჯული თანხა 22,718 ლარი იყო.