2023 წლის პირველ ნახევარი კრიპტოვალუტისთვის მშფოთვარე პერიოდი იყო. ცნობილი კრიპტო პლატფორმების გაკოტრებამ და აშშ-ს საბანკო სექტორში არსებულმა კრიზისმა ბიტკოინის კურსზე გავლენა იქონია. მაგრამ, ამის მიუხედავად, 6 თვეში BTC-მა მაინც მოახერხა ფასის 55%-ზე მეტით  ზრდა. ამან ინვესტორებში ოპტიმიზმის ტალღა გამოიწვია და მათგან თითქმის 48 000 მილიონერად აქცია.

Finbold ანალიტიკის მონაცემებით, 2023 წლის 13 ივნისის მდგომარეობით, კრიპტო მილიონერების რაოდენობამ 76 078-ს მიაღწია, რაც 47 994-ით ან 170,89%-ით მეტია, 5 იანვრის მონაცემზე.

ამ კრიპტო აზარტულ მოთამაშეებს შორის, 70,747 მისამართი 1 მლნ დოლარზე მეტ ბიტკოინის ბალანსს ფლობს, ხოლო 5,331 - ფლობს მინიმუმ 10 მლნ დოლარს BTC-ში. შედარებისთვის, 2023 წლის 5 იანვარს ბიტკოინის მილიონერების რაოდენობა 28,084 იყო, 24,279 მისამართი ფლობდა, სულ მცირე, 1 მილიონი დოლარის ღირებულების BTC, ხოლო 3,805 მათგანს - მინიმუმ 10 მლნ დოლარს.

ანალიტიკური ტრეკერის CoinMarketCap-ის თანახმად, ბიტკოინი დღეს 26130 დოლარად ვაჭრობს, რაც გუშინდელთან შედარებით თითქმის 1%-ით მეტია. ფლაგმანი აქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ 0,5%-ით და 548,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ტრეიდერებმა განახორციელეს 11,5 მილიარდი დოლარის ღირებულების შიდა დღიური ვაჭრობა - ეს მაჩვენებელი თითქმის 5%-ით დაბალია, ვიდრე 24 საათის წინ. ბიტკოინის დომინირება ბაზარზე 47,7%-ია.