2025 წლის 10 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.7 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს - ამის შესახებ ბანკების ფინანსური ანგარიშგებებიდან ხდება ცნობილი.

მთლიანობაში აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მოგებასთან შედარებით 100.5 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია.

ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე „საქართველოს ბანკია“, მეორე ადგილს კი „თიბისი ბანკი“ იკავებს.

კომერციული ბანკების მოგების მაჩვენებლები 2025 წლის 10 თვეში შემდეგია:

ბანკი მოგება 2025 წლის 10 თვეში - მლნ ლარი
საქართველოს ბანკი 1346 მილიონი;
თი–ბი–სი ბანკი 1011 მილიონი;
ლიბერთი ბანკი 105 მილიონი;
ბაზის ბანკი 88 მილიონი;
კრედო ბანკი 74 მილიონი;
ქართუ ბანკი 36 მილიონი;
პროკრედიტ ბანკი 25 მილიონი;
ტერა ბანკი 25 მილიონი;
ხალიკ ბანკი 16 მილიონი;
მიკრობანკი კრისტალი 14 მილიონი;
იშ ბანკ 12 მილიონი;
მიკრობანკი ემბისი 6 მილიონი;
ზირაათ ბანკი 5.7 მილიონი;
პაშაბანკი 1.6 მილიონი;
პეივბანკი 1.0 მილიონი;
პეისერა -1.2 მილიონი;
ჰეშბანკი -9.1 მილიონი;
სილქ ბანკი -19.7 მილიონი;
ვი–თი–ბი ბანკი -47.6 მილიონი.