ფინანსთა სამინისტროს ხაზინის 2025 წლის 10 თვის საბიუჯეტო შესრულების მაჩვენებლების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ჯამურად აკრეფილი საგადასახადო მოცულობა 18 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიური გეგმის, ანუ 21.9 მილიარდი ლარის 82.5%-ია.
2025 წლის 10 თვის საგადასახადო მაჩვენებლები ასეთია:
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 6.62 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 81.5%;
- საშემოსავლო გადასახადი - 6.2 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 84%;
- მოგების გადასახადი - 2.3 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 76%;
- აქციზი - 2.15 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 81%;
- იმპორტის გადასახადი - 120.4 მილიონი ლარი, წლიური გეგმის 80%.