Seaasia.stats-ი Coffee Affection-ზე დაყრდნობით, 2023 წლის მსოფლიოს ყავის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლის სათავეშიც ბრაზილიაა.
გასულ წელს, ბრაზილიამ 5.7 მლრდ ფუნტი ყავა აწარმოვა, რაც დაახლოებით 26 ტონაა. სამეულშია ვიეტნამი და კოლუმბია. 15-ეულში ძირითადად სამხრეთ ამერიკის ქვეყნები არიან. ამათ გარდა სიაშია - აფრიკის ქვეყნები (ეთიოპია, უგანდა, კოტ-დივუარი) და 2 აზიური ქვეყანა - ჩინეთი და ინდოეთი.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 2 თვეში - იანვარ-თებერვალში, საქართველოში ყავის იმპორტი 30%-თაა გაზრდილი. 2023 წელს $5.1 მლნ-ის 1350 ტონა ყავა ვიყიდეთ, 2022 წლის პირველ 2 თვეში - $3.65 მლნ-ის 1035 ტონა. ამასთან ყავის საშუალო ფასი 7 %-თაა გაზრდილი.
რაც შეეხება ყავის იმპორტიორ ქვეყნებს, გასულ წელს საქართველოში ყავის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ინდონეზია იყო. სამეულში მოხვდა - ვიეტნამი და რუსეთი.
გასულ წელს ყავის იმპორტიორი ქვეყნების ათეული ასეთია:
ინდონეზია - $2 მლნ-მდე 710 ტონამდე ყავა;
ვიეტნამი - $908 000-ის 327 ტონა;
რუსეთი - $544 000-ის 93 ტონა;
იტალია $350 000-ის 26 ტონა;
გერმანია $315 000-ის 33 ტონა;
სომხეთი $235 000-ის 55 ტონა;
საფრანგეთი $144 000-ის 8 ტონა;
შვეიცარია $125 000-ის 22 ტონა;
ბრაზილია $102 000-ის 38 ტონა;
ნიდერლანდები $80 000-ის 9.5 ტონა.
მსოფლიოში ყავის მთავარი მწარმოებლების 15-ეული ასეთია:
ბრაზილია - 5.7. მლრდ ფუნტი;
ვიეტნამი - 3.6 მლრდ ფუნტი;
კოლუმბია - 1.7 მლრდ ფუნტი;
ინდონეზია - 1.4 მლრდ ფუნტი;
ეთიოპია - 846 მლნ ფუნტი;
ჰონდურასი - 767 მლნ ფუნტი;
ინდოეთი - 767 მლნ ფუნტი;
უგანდა - 634 მლნ ფუნტი;
მექსიკა - 515 მლნ ფუნტი;
გვატემალა - 449 მლნ ფუნტი;
პერუ - 423 მლნ ფუნტი;
ნიკარაგუა - 291 მლნ ფუნტი;
ჩინეთი - 257 მლნ ფუნტი;
კოტ-დივუარი - 238 მლნ ფუნტი;
კოსტა რიკა - 197 მლნ ფუნტი.