დღეს საქართველოს მთავრობა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე კონკრეტული ბიზნესებისთვის უძრავი ქონების პირდაპირი ფორმით პრივატიზების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებებს - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დღის წესრიგიდან ხდება ცნობილი. ვის ეკუთვნის ბიზნესები, რომლებსაც მთავრობა დღეს ქონებებს გადასცემს? - ამის შესახებ სტატიას bm.ge აქვეყნებს.
დღის წესრიგში არაა წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რა ქონებაზე არის საუბარი. ბიზნესები რომლებიც შესახებაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს უძრავი ქონების; სოფლის მეურნეობის; ენერგეტიკისა და წარმოების სფეროში საქმიანობენ.
მთავრობის განკარგულებების პროექტების ჩამონათვალი:
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სითი ლოფტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №1187 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, “სითი ლოფტის” 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი თემურ უგულავა.
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „უდაბნოსა“ და შპს „უდაბნო სოფელის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
ბიზნეს რეესტრის თანახმად, აღნიშნული კომპანიები შედის “უდაბნო ჰოლდინგის” შემადგენლობაში, რომლის მფლობელიც თავის მხრივ ბიზნესმენი თემურ უგულავაა.
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „კომერციალ სფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
ბიზნეს რეესტრის თანახმად, შპს “კომერციალ სფოთის” დამფუძნებელია ბიზნესმენი რუსლან ჯახაია.
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტანდემ ესთეიტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია “ტანდემ ესთეიტი” 2023 წელს არის დაფუძნებული და მისი მფლობელი გერმანიის მოქალაქე რუსლან იგნატიევია.
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვაკულტურა საქართველოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია “აკვაკულტურა საქართველო” 2021 წელს არის დაფუძნებული და მისი მფლობელები პაატა მოდებაძე და გიორგი ქუთათელაძე არიან.
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „კაპიტალ ჰოლდერისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
ბიზნეს რეესტრის თანახმად, “კაპიტალ ჰოლდერი” 2023 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელია ბიზნესმენი ივანე თევდორაშვილი.
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „პროფით ინვესტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
ბიზნეს რეესტრის თანახმად, “პროფიტ ინვესტი” 2023 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელია ბიზნესმენი ივანე თევდორაშვილი.
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „კავკას აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის №1266 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია “კავკას აგრო” 2016 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელები არიან დურსუნ კასუმოვი და სამირა ტომარაძე.
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ჰიდროენერჯის’’ შორის ,,სორგითი 3 ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია ჰიდროენერჯი 2014 წელს არის დაფუძნებული და მისი მფლობელები ლაშა იორდანიშვილი და დავით უგრელიძე არიან.
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ღუნჯა ჰესს’’ შორის ,,ღუნჯა ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, “ღუნჯა ჰესი” 2022 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელები გიორგი მაისურაძე და ლევან მოსავლიძე არიან.