ღვინის ეკონომისტების ამერიკულმა ორგანიზაციამ (AAWE), Comtrade-ზე დაყრდნობით, მსოფლიოს უმსხვილესი ვაშლის ექსპორტიორების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ რეიტინგში საქართველო 33-ე ადგილზეა და 2023 წელს $6 მლნ-ის ვაშლი გაიტანა ექსპორტზე. რეიტინგში მე-9 ადგილზეა თურქეთი $175 მლნ-ის ღირებულების ვაშლის გაყიდვით; მე-17-ზე აზერბაიჯანი ($57მლნ), 25-ზე უკრაინა ($18 მლნ), მე-40-ზე სომხეთი ($3 მლნ).
მსოფლიოში ვაშლის უმსხვილესი ექსპორტიორების ათეული ასეთია:
ქვეყანა / ექსპორტზე გატანილი ვაშლის ღირებულება დოლარში
იტალია - 995 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი; 
ჩინეთი - 970 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
აშშ - 931 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
ახალი ზელანდია - 532 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
სამხრეთ აფრიკა - 486 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
ჩილე - 446 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
პოლონეთი - 430 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
საფრანგეთი - 422 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
თურქეთი - 175 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
ნიდერლანდები - 154 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წლის 11 თვეში საქართველომ 2 413 000 დოლარის ღირებულების 5 859 ტონა ვაშლი შეიძინა. ვაშლის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები თურქეთი, ნიდერლანდები და უკრაინა იყვნენ.
2023 წელს საქართველომ ვაშლი 10 ქვეყნიდან შეიძინა. ეს ქვეყნებია:
- თურქეთი - $1.4 მლნ-ის 4 582 ტონა ვაშლი;
- ნიდერლანდები - $559.7 ათასის 303.2 ტონა ვაშლი;
- უკრაინა - $247 ათასის 629 ტონა ვაშლი;
- პოლონეთი - $56.4 ათასის 120.2 ტონა ვაშლი;
- მოლდოვა - $31.3 ათასის 58.5 ტონა ვაშლი;
- ჩინეთი - $27 ათასის 23.4 ტონა ვაშლი;
- ბელგია - $19.6 ათასის 20.1 ტონა ვაშლი;
- აზერბაიჯანი - $18.2 ათასის 35.8 ტონა ვაშლი;
- სომხეთი - $17.11 ათასის 46 ტონა ვაშლი;
- ირანი - $16 ათასის 41.5 ტონა ვაშლი.
რაც შეეხება ვაშლის ექსპორტს, გასული 2023 წლის 11 თვეში, ქვეყნიდან ექსპორტზე $6 513 000-ის ღირებულების 9 743 ტონა ვაშლი გავიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 27%-ით, ხოლო ღირებულებით 20.8%-ით ჩამორჩება.