უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების საზღვაო ინდუსტრიამ, მათ შორის „დიდი შვიდეულის“ და ევროკავშირის წევრებმა, 2023 წელს დაამუშავა რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის ექსპორტის 90 პროცენტზე მეტი, 15.5 მილიარდი ევროს ღირებულებით. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
ექსპერტები ამბობენ, რომ მიწოდების ზრდა ხაზს უსვამს იმ სირთულეებს, რომლებსაც დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა (განსაკუთრებით, ევროკავშირში) აწყდება რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულების შეზღუდვისას.
ასევე, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე გათხევადებული ბუნებრივი აირის წარმოების გაფართოება იყო რუსეთის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ხაზი.