2024 წლის სექტემბერში საქართველოში 0.6%-იანი წლიური ინფლაცია იყო, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად შემდეგი 10 საქონელი და მომსახურება გაძვირდა:

  • ნიორი +74%
  • კივი +52%
  • მანდარინი +38%
  • თვითმფრინავით მგზავრობა +36.7%
  • ლიმონი +35.4%
  • ბავშვის ქურთუკი +29%
  • კიტრი +27%
  • მღებავის მომსახურება +24.9%
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი +24.4%
  • ფორთოხალი +23.6%

გასულ თვეში 10 ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი და მომსახურება  შემდეგია:

  • ინტერნეტის გადასახდელი -39.9%
  • მწვანილი -34.3%
  • კომბოსტო -30.7%
  • საზამთრო -27.6%
  • ანტიბიოტიკები -25.7%
  • ქალის ზამთრის ფეხსაცმელი -24.6%
  • მწვანე ლობიო -20.9%
  • საშინაო ფეხსაცმელი კაცის -20.7%
  • ქალის სვიტერი -20.6%
  • ელექტროყავადანი -18.2%