თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთმა 45% შეადგინა, ამის შესახებ TCMB იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტი გააგრძელებს მაკროპრუდენციული პოლიტიკის განხორციელებას ისე, რომ შეინარჩუნოს საბაზრო მექანიზმის ფუნქციონირება და მაკროფინანსური სტაბილურობა.
ცნობისთის, ბოლო 8 თვის განმავლობაში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 36.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა, რაც მსხვილ ეკონომიკებს შორის უპრეცედენტო მაჩვენებელია.