ევროკავშირი თუ კლასიკურ თავისუფალ ვაჭრობას გააგრძელებს, შესაძლოა, იგი მოკვდეს, – ამბობს ემანუელ მაკრონმი.

როგორც მან ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ევროკავშირის გადასარჩენად პროტექციონისტული პოლიტიკაა საჭირო.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შესაძლოა, მოკვდეს ან ორ-სამ წელიწადში ბაზრის გარეთ აღმოჩნდეს, თუკი კლასიკურ თავისუფალ ვაჭრობას გააგრძელებს.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კი აცხადებს, რომ არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკისგან ევროპული ინდუსტრიის დაცვის სურვილმა ევროპა თვითდაზიანებამდე არ უნდა მიიყვანოს.