„ვფიქრობ, წლის ბოლომდე ხორცის ფასი კიდევ გაიზრდება,“ - ამის შესახებ „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა განაცხადა.

მისივე პროგნოზით, ხორცის საბაზრო ფასი, კილოგრამზე მინიმუმ 1 ლარით მოიმატებს.

„მოლოდინი მაქვს, რომ ნოემბრიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე პერიოდში ხორცი კიდევ გაძვირდება. ამ ეტაპზე შენარჩუნებულია ფასი იმიტომ, რომ მინდვრებიდან ჩამოყვანილი საქონელი იკვლება.

ჯერჯერობით ეს იჭერს ღირებულებას, მაგრამ ჩვენი პროდუქტი რომ ამოიწურება და დამატება მოგვიწევს სხვა ქვეყნიდან, ფასის შენარჩუნება ვეღარ მოხდება.

ვპროგნოზირებ, რომ ამ წლის ბოლომდე, მინიმუმ 1 ლარით კიდევ მოიმატებს ხორცის ფასი", - აცხადებს გონაშვილი.

bpn.ge