2024 წლის პირველ 5 თვეში თბილისში 95 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 113 ნებართვა იყო გაცემული.

Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 811,613 მ2 -ს შეადგენს (-3.1% წ/წ).

დიდი დიღომი, საბურთალო და სამგორი სამშენებლო ნებართვების მხრივაც, როგორც გაყიდვების შემთხვევაში, ყველაზე პოპულარულია.