2024 წლის II კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 2.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 11.1 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 27.7 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 61.2 პროცენტი - ტრანზიტზე.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 72.7 პროცენტი მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 27.3 პროცენტი კი - ქვეყნიდან გატანილზე.
2024 წლის II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 38.4 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა (ისევე როგორც წლის პირველ კვარტალში), 28.1 პროცენტის გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 33.5 პროცენტი).
2024 წლის II კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.6 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 10.9 პროცენტის - ყაზახეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 77.5 პროცენტი).
2024 წლის II კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყანის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 19.5 პროცენტი - ნიდერლანდები, 8.9 პროცენტი - თურქეთი, 6.7 პროცენტი - ჩინეთი, 3.5 პროცენტი - იტალია, 3.5 პროცენტი - აშშ, 2.2 პროცენტი - უკრაინა, 1.5 პროცენტი - რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 7.2 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.0 პროცენტისას - ჩინეთი, 1.4 პროცენტისას - აშშ, 1.2 პროცენტისას - თურქეთი, 1.1 პროცენტისას - საბერძნეთი, 1.1 პროცენტისას - ესპანეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.